11:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 15:03:29, 982 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

"ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ხვალ ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ის დეტალურად ისაუბრებს, როგორი ახალი სტრუქტურით წარდგება პარლამენტის წინაშე. 

"ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, მანამდე კი მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გვექნება ხვალ, ხოლო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტში წარვადგენთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics