|
2018-06-23 15:35:09, 1023 ნახვა
სამართალი
ფილარმონიასთან არასრულწლოვანი დაჭრეს
თბილისში, გვიან ღამით 16 წლამდე მოზარდი შუშის ნატეხით დაჭრეს. შემთხვევა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მოზარდს აღენიშნებოდა ჭრილობა მხრის და ქვედა კიდურის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბავშვთა ქირურგიის განყოფილებაში განაგრძობს. „შემოსვლისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მხრის და ქვედა კიდურის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, რევიზია, კუნთების და მყესების აღდგენა. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ბავშვთა ქირურგიის განყოფილებაში", - აცხადებს ინგოროყვას რეანიმაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე მუმლაძე. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)