00:11 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:22:42, 554 ნახვა

საზოგადოება
შარტავას ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობა სრულდება

საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი, კეთილმოწყობილი  და გამწვანებული სივრცე შეემატა. შარტავას ქ. N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 დეკორატიული მცენარე დაირგო. ასევე, 1000-მდე მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე.   

სკვერში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და მოსახლეობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში ჩართულობისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მიზანია, საბურთალოს რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ გამგეობის ინიციატივით, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში,  საბურთალოზე უკვე მესამე ეზო გამწვანდა და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებით გალამაზდა. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

საბურთალოს გამგეობის მიერ, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი უკვე განახლდა, მოეწყო ფიტნეს ზონა და  სავალი ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, განახლდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics