22:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:07:59, 989 ნახვა

კომენტარი
ტატო გეთია - შსს-ს ინფორმაცია, რომ „ბასიანში“ სამართალდამცველები ორმხრივი შეთანხმებით მივიდნენ, სიცრუეა

„ეს არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ცილისწამება“, - ასე ეხმაურება „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბში სამართალდამცველების შესვლა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უწყების თანამშრომლები კლუბის ოფისში იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერს აკთებენ.

„ეს არის გაგრძელება იმ წნეხის, იმ კამპანიის და იმ მასკარადის, რაც „ბასიანის“ წინაღმდეგ თვეები მიმდინარეობდა, რომელიც დაგვირგვინდა „შავი პარასკევით“ და როდესაც სხვანაირად საქმე ვერ შეკერეს, ახლა სხვა მეთოდებზე გადავიდნენ“, - განაცხადა გეთიამ.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში განმარტეს, რომ კლუბის ოფისში გარკვეული დოკუმენტაციის ამოღება ხდება.

"არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი", - აცხადებენ შსს-ში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics