|
2018-06-22 14:36:12, 822 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის საქმის განხილვა 13 ივლისს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა და საქმის მორიგი განხილვა 13 ივლისს ჩანიშნა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და "პოზიტიური შედეგით საქმის დასრულებას არ ელოდება". მისივე მტკიცებით, საქმეზე არსებობს რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც არანაირი კანონის დარღვევა არ იკვეთება. შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს. სამართალდამცველები "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატს 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)