2018-06-22 09:49:09, 1067 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდმა მეუფე შიოს სტატუსი დააზუსტა - ის „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ“ განისაზღვრა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.
როგორც წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
„საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“, - ნათქვამია ოქმში.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი
ავტორი: ,