19:26 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 16:36:11, 343 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია,  ეს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, მსოფლიოში პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ეს საქართველოს ბევრ პოზიტივს მოუტანს.

რაც შეეხება სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გადასაწყვეტია დართავენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უფლებას ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა.

„ეს არის თემა, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს საზოგადოებას. თუ რას აპირებენ ისინი - დართავენ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილს.  მათ უნდა გასცენ პასუხი და ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირებები ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას და შესაბამისად, ეს სავსებით შესაძლებელია, ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის დათმობასთან დაკავშირებით, თვითონ არავის არ მიმართავს განცხადებით", - აღნიშნა ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics