|
2018-06-21 18:23:55, 925 ნახვა
სამართალი
ხვალ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე, „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, პროცესი გაიმართება. ჯაფარიძე 12 მაისს, 05:17 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაახლოებით 3-საათიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს და გაათავისუფლეს. შსს „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეს მოსამართლე ნინო ჭალიძე განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჭალიძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც 3 მაისს გამართულ პროცესზე გირჩის ორ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს კი 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)