|
2018-06-21 17:35:48, 883 ნახვა
საზოგადოება
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის, დაახლოებით 75 პროცენტი (27,143 ასს) გამართული იყო. აღსანიშნავია, რომ 5,953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243-ი მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8,532 მათგანი იურიდიული პირების საკუთრებაშია. სტატისტიკა ასს-ს ტიპის მიხედვით: ავტობუსი - სულ: 15 000 ასს პირველადი პტი: 12 202 ასს განმეორებითი პტი: 2798 ასს გამართული: 11166 ასს / 74.4...% დახარვეზებული: 3834 ასს / 25.5...% მიკროავტობუსი - სულ: 513 პირველადი პტი: 425 განმეორებითი პტი: 88 გამართული: 318 ასს / 61.9...% დახარვეზებული: 195 ასს / 38.0...% სატვირთო - სულ: 3999 პირველადი პტი: 3313 განმეორებითი პტი: 686 გამართული: 2688 ასს / 67.2...% დახარვეზებული: 1311 ასს / 32.7...% ფურგონი - სულ: 4291 პირველადი პტი: 3704 განმეორებითი პტი: 587 გამართული: 2919 ასს / 68.0...% დახარვეზებული: 1372 ასს / 31.9...% პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)