20:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 14:48:16, 539 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა.

რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებილი ფართი საკუთრებაში უკვე გადაეცა 57 ეკომიგრანტ ოჯახს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წლებში უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics