2018-06-21 12:36:34, 620 ნახვა
საზოგადოება
მერია: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს
დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ მოვლა-პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღიურად რეჟიმში ასუფთავებს, ხოლო მორეცხვის სამუშაოებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებიდან გამომდინარე აწარმოებს.
„თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან მხოლოდ 22 მათგანის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, რაც შეეხება დანარჩენს - გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული და მათი მოვლა მესაკუთრეების, მოიჯარეების ვალდებულებაა. ამის მიუხედავად, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ 23 მიწისქვეშა გადასასვლელშიც პერმანენტულად ახორციელებს მორეცხვის და დასუფთავების სამუშაოებს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,