12:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 12:10:25, 762 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8, აზერბაიჯანს კი, 6 კითხვით მიმართა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ საქართველოს 8, აზერბაიჯანს კი, 6 კითხვით მიმართა.

როგორც მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მოპასუხე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლებები. მისივე თქმით, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ პასუხები 31 ივლისამდე უნდა მოამზადონ.

 „ევროსასამართლოს კითხვები, რომელიც გაეგზავნა საქართველოსა და აზერბაიჯანს, მიუთითებს იმაზე, რომ ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულად შეფასებს იმ უფლებადარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფგან მუხთარლის მიმართ. ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენი წერილობითი კომენტარები წარვადგინოთ მათ პასუხებზე და დამატებითი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებს ამ უფლებების დარღვევის ფაქტს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხთარლის საქმეზე საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ბაქოში დაკავება და გასამართლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოითხოვა.

მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 3 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლა გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics