07:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 10:59:12, 624 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უახლოეს დღეებში წარედგინება

„ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სიის მოცემულ ვადაში წარდგენა მთავრობამ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო.

„ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ პროცესს. რეზოლუციაზეა აქ საუბარი, კანონით არ არის დადგენილი აქ შესაბამისი ვალდებულება. 15ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, თუმცა, მიზეზი იყო ობიექტური, მიზეზი იყო ის, რომ შეიცვალა ზუსტად ამ დროისთვის მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერმინისტრი, ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაემტკიცებინა მთავრობას 15 ივნისამდე შესაბამისი სია. როგორც კი შეიკრიბება მთავრობა, რა თქმა უნდა, განახლდება მსჯელობა სიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი, შეძლებისდაგვარად, მალე იქნება წარმოდგენილი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში ჩართული იყო, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია. ზუსტად ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics