|
2018-06-20 18:57:54, 910 ნახვა
საზოგადოება
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თემაზე „სასტუმროების მართვა“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
მიმდინარე წლის, 21 და 22 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) სასტუმრო „ბილტმორში“საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „სასტუმროების მართვა“ ატარებს. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საინვესტიციო გარემოს შესახებ სასტუმროს ბიზნესის განვითარებისთვის. ორდღიან ღონისძიებაზე პრეზენტაციებს ჩაატარებენ მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები. კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად. ერთ-ერთი სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის სფეროში. ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის, დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებს 60 - მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს.
(NS)
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)