05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:03:17, 667 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე გოცირიძეს: ჭარბვალიანობის პრობლემა 2007 წელს განხორციელებული ცვლილებებიდან დაიწყო

„ჭარბვალიანობის პრობლემა არ დაწყებულა გუშინ ან გუშინწინ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს განხორციელებული ცვლილებიდან, რომლის მეხედვითაც ბატონო რომან, თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ წინა მთავრობას უკავშირდება სესხების 200, 300, 400 და 500 პროცენტით გაზრდა.

„ბატონო რომან, მინდა გამოგეხმაუროთ ჭარბვალიანობაზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, უფრო მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის სისტემური რისკი და ამას სჭირდება შესაბამისი მართვა, რაც შეეხება თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი და ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული სესხები 200, 300, 400 და 500 პროცენტით. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ბატონო რომან. ჩვენ და თქვენც, მსოფლიო ბანკი არაერთხელ მოგვიწოდებდა, რომ არ შეიძელება იყოს ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსურ სექტორში, არ შეიძლება ბანკები რეგულირდებოდნენ ერთით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მეორე ტიპის რეგულაციით და კიდე სხვები განსხვავებულით, ეს არ ხდება არსად. თქვენ სვამთ კითხვას, რომ რატომ არ გავაკეთეთ ეს ადრე, დიახ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგვეკეთებინა ადრე, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ  სამწუხაროდ, სანამ ეროვნულ ბანკში არ მოხდა მენეჯმენტის ცვლილება ეს გაჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთებულიყო ადრე და პრობლემაც იქნებოდა ნაკლები“, - გნაცხადა მამუკა ბახტაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics