15:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 11:02:29, 556 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ე.წ. წითელი ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

დედაქალაქის მერია ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის - ე.წ. წითელი ბაღის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 25 ივნისს დასრულდება.

„ქალაქში მწვანე სივრცეები აუცილებელია. ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერის რეაბილიტაცია ხდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც. ასევე, გამოცხადებული გვაქვს „წითელი ბაღის“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი, რომელიც 25 ივნისს დასრულდება და ჩვენ ამ ბაღის რეაბილიტაციას შევუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება, რომელიც დაახლოებით, 35 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის“ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინო-თეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.  

„პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რასაც მივესალმებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და  მივმართო ბიზნესსექტორს, მხარში დაგვიდექით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ერთად შევძლებთ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა. ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics