05:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:00:39, 580 ნახვა

კომენტარი
გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი.

,,მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას. საერთოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართათ იქითკენ რომ საგამოძიებო კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics