|
2018-06-19 13:35:35, 911 ნახვა
სამართალი
1-ელი ივლისიდან პოლიციელების ხელფასები გაიზრდება
პირველი ივლისიდან პოლიციელების ხელფასი გაიზრდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. „ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო დღეს და გავაკეთეთ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ ბოლო 7 თვის განმავლობაში 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)