04:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:39:49, 597 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტიანს გახდის

„მცირე მთავრობის იდეა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მცირე მთავრობა უფრო ეფექტიანს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„რაც შეეხება მცირე მთავრობის იდეას, ეს რა თქმა უნდა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას. ამაზე ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტიანები ვიყოთ გადაწყვეტილებებში და გადაწყვეტილებების მიღებიდან აღსრულებამდე იყოს მაქსიმალურად შემოკლებული დრო და იყოს უფრო ეფექტიანი ჩვენი აღსრულება გადაწყვეტილებების. შესაბამისად, მცირე მთავრობა ზუსტად ამას პასუხობს და ეს აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება და მისთვის მისაღები იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მამუკა ბახტაძე სამომავლოდ მიიღებს.

„მამუკა ბახტაძეს ვიცნობ რამდენიმე წელია. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა არის ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესო. მე ვარ გუნდის ნაწილი და როგორც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მონაწილე ვიქნები მეც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. ამ წუთებში, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics