15:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:10:01, 685 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო, 18-19 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 441 გამოძახება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე ძლიერი წვიმის გამო სულ 441 გამოძახება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აქედან თბილისში – 292, ხოლო რეგიონებში – 149 გამოძახება დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შემოვიდა. რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება).

ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებსა და ჩახერგილი გზების გაწმენდას.

სამაშველო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics