04:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:04:33, 741 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი არ გამორიცხავს, გუნდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფაზე იმსჯელონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი,  არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს.

თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს გაყოფა მიზანშეწონილი არ იქნება.

“შეიძლება იყოს მსჯელობა და გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებაზე, ისე, როგორც არასდროს, გარემოს დაცვის მიმართულება გაერთიანებული სამინისტროს შემთხვევაში არის გაძლიერებული. გარემოს დაცვის ყველა მიმართულებას მეტი, უფრო კომპეტენტური და უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე სტრუქტურა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებს პირდაპირ უკავშირდება. ამიტომ ჩემი აზრით, სამინისტროს გაყოფა, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, სამინისტროს გაყოფის მომხრეები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები - გია გაჩეჩილაძე და კახაბერ კუჭავა ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება თავიდანვე არ უნდა მომხდარიყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics