04:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 16:20:32, 670 ნახვა

კომენტარი
რატიანი: ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ სამკვირიანი - არც ერთი

„ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არც ერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წევრმა სერგო რატიანმა  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის არსებული შემადგენლობის ფორმალურად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

რატიანის თქმით, „ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია და როგორ გადაანაწილებს მათ დაფაზე, თავადაც არ არის ჩამოყალიბებული“.

„ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არცერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის, რომელი სად უნდა დადგეს. ამიტომ მათ საერთოდ ხედვა არ აქვთ არაფრის ხოლო ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოყალიბებულა, რა განლაგება ექნებათ საჭადრაკო დაფაზე.  არც პაიკი და არც ოფიცერი თავისით არ დადის, ხოლო როგორ გადააადგილებს და რა ხედვა და სტრატეგია ექნება ბიძინა ივანიშვილს, იცის მხოლოდ მან, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევში თავადაც არ იცის“, -  განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics