14:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 13:11:43, 759 ნახვა

საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს [ვიდეო]

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა მიმართეს.

უწყების ცნობით, მათ პოლიციელებს შეატყობინეს, რომ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა.

„პატრულ-ინსპექტორებმა - გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ მოქალაქეთა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics