15:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 11:14:24, 1250 ნახვა

ეკონომიკა
პირველად საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

დღეს თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ დაიწყო მუშაობა.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale, A.S.I.) 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა.

გენერალური ასამბლეის სამუშაო სესია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გახსნა.

გენერალური ასამბლეის დღეებში, 18-22 ივნისს, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება: საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია “სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში” და ასევე გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეროვნული პრემიერა.

2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ასამბლეის მაღალი რანგის სტუმრებს მაქსიმალურად კარგად გააცნოს ქართული ღვინო, ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 1969 წელს საფრანგეთში და აერთიანებს მსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან წევრი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები, ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები და ღვინის სფეროს სხვა გავლენიანი პირები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics