2018-06-18 10:42:11, 728 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი - ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ ბრიფინგია ჩანიშნული, რომელზეც შესაძლოა, პრემიერობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელოს.
ამასთან, გუშინ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის სამინისტროების შემცირებას აპირებს.
ავტორი: ,