|
2018-06-15 19:49:18, 940 ნახვა
ეკონომიკა
„სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა და გამარტივებული საბაჟო პროცედურები“
რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტებისა და ამ მიმართულებით საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოხსენებაში, რომელიც მან 15 ივნისს, ბათუმში, რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა" გააკეთა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების, ასევე გლობალური და რეგიონალური მასშტაბის სატრანსპორტო კორიდორებში ქვეყნის მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით გენადი არველაძემ გამოყო „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო კორიდორი, იგივე ცენტრალური კორიდორი. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მონაწილეობაზე სხვადასხვა ინიციატივებში და მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აქცენტი გააკეთა სამხრეთ-დასავლეთის, ყურე-შავი ზღვისა და ლაპის ლაზულის კორიდორებზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებული სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის, გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა და გამარტივებული საბაჟო პროცედურები. გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრები, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეგიონალური პროექტი. არველაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიისა და შავი ზღვის აუზებში საბორნე მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებაზე და შესაბამის ტარიფების შემცირების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე. „საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ევროკავშირის ბაზარზე მისაწოდებლად, სტრატეგიული და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იგი დაინტერესებულია ტრანზიტის მოცულობის გაზრდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ აირს. შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარება, SCPX-ის, TANAP-ის და TAP-ის გაზის სატრანსპორტო მილსადენების მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს," - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან ტრანსკასპიური მილსადენის და „თეთრი ნაკადის" პროექტებზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „თეთრი ნაკადის" პროექტზე, რომელიც იყენებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის სტრატეგიულ ადგილმდებარეობებს და თურქმენეთის გაზისთვის ხსნის ხარჯ-ეფექტიან მარშრუტს გერმანიაში და მეზობელ ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის. გენადი არველაძემ ასევე განიხილა ელექტროენერგეტიკული სექტორი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ევრაზიულ და ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს შორის და საკმარისი განახლებადი ენერგიის წყაროების არსებობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)