11:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 18:38:38, 852 ნახვა

სამართალი
შსს-მ ენმ-ის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ცნობისთვის, ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ის ფრაქციის ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ქათამაძის თქმით, მას 8 პირი სცემდა, რომელთაგან ერთ-ერთმა თავში რკინის საგანი ჩაარტყა.

მომხდარის შემდეგ ქათამაძე „მედალფას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics