|
2018-06-15 16:29:26, 782 ნახვა
სამართალი
ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, რაც ადასტურებს, რომ ტატუნაშვილი გურწიევმა და ალეკ ტაბოევმა აწამეს. „ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში არის იმ მტკიცებულებათა რაოდენობა რომელიც იძლევიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პიროვნებამ ჩაიდინა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. აღნიშნული პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომ და სწორედ ამიტომ გამოიყენა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)