|
2018-06-15 14:45:48, 599 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ დუმბაძის ქუჩისა და მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის, მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და დუმბაძის ქუჩის საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. „მიმდინარეობს მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე, ვფიქრობ, რომ აგვისტოში იქნება დასრულებული და ყველანაირად კეთილმოწყობილი და გალამაზებული იქნება. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ადგილი, სადაც სასიამოვნო გარემოში დაისვენებენ. ასევე, მიმდინარეობს დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია, კეთდება სანიაღვრეები. ჩვენ ვნახეთ, უხვი ნალექის დროს თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეიქმნას დედაქალაქში, შესაბამისად, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ხორციელდება, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოწესრიგება. ეს არის საკმაოდ ფართო ქუჩა, ამიტომ, ვაპირებთ გზაგამყოფი ზოლი მოეწყოს, რომელიც გამწვანებული იქნება და გაალამაზებს ქუჩას. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ზოგადად, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წელს დედაქალაქში ერთიანად ხორციელდება, არასოდეს არ განხორციელებულა. ცოტა მოგვიანებით კი ვიწყებთ ძალიან მსხვილი პროექტების განხორციელებას ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, სკვერში მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა. სამუშაოებისთვის 162 332 ლარია გათვალისწინებული. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოებს ამხანაგობა „ელიტ და კომპანია“ აწარმოებს. აღნიშნული სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, რაიონის გამგეობამ მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო. რაც შეეხება დუმბაძის ქუჩას, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ახალი ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ჯამში 17 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
(NS)
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)