|
2018-06-15 14:28:49, 747 ნახვა
სამართალი
მცხეთის სასამართლოში ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პირველი სხდომა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მოსამართლე დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი და მისი ადვოკატი თამარ ავალიანი. როგორც ადვოკატი აცხადებს, მნიშვნელოვანია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს. „დღეს გაიმართება აღკვეთის შეფარდების პროცესი, იმ ორი პირის მიმართ რომელზეც ქართუმლმა გამოძიებამ მისი იდენტიფიცირება შეძლო. ეს არის გურწიევი და ტაბოევი, რომლებიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში არიან სამართალდამცავი და უშიშროების დაწესებულების წარმომადგენლები. აღნიშნული პირები არიან ისინი, ვინც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს არჩილ ტატუნაშვილს და იმ ორ პირს ვინც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა და ისინი არიან წამებაში დამხმარეები, რომლებმაც გადასცეს ცხინვალის სამართალდამცავ ორგანოებს საწამებლად არჩილ ტატუნაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ინდენტიპიცირება მოხდა და გამოძიებამ ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პირების ინდეტიპიცირება მოხდეს რომელმაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და მიაყენეს ასამდე დაზიანება“, - აცხადებს თამარ ავალიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)