04:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 13:58:16, 661 ნახვა

კომენტარი
„მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე“-სააკაშვილი არასამთავრობოებს პასუხობს

აი ,ეს არასამთავრობო ,არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან,არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის ,როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ,დისკრიმინაციული მიდგომა-  ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო პლატფორმის კრიტიკას, რომელიც ის სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, „არაფობიას!“ განცხადებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ის აგებულია სიცრუესა და  ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე.

„ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას..

ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.

ის,რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით,სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.

განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“,- წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა სააკაშვილს დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებს.  როგორც „არა ფობიას!“ მიერ  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი ზოგიერთ განცხადებებში შედარების გზით დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კონტექსტში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს იხსენიებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics