2018-06-14 18:06:36, 835 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მმართველი გუნდი პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობს, ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები მოვიდნენ.
ისინი დეპუტატებთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
”ჩვემ მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას და იმ ადამიანების დასჯას რომელმაც ჩვენი ქონრბა გაანადგურა, 100და 200ათასი ლარის საქონრლი ჰქონდა ხალხს იქ. აქ მოვედით იმისთვის რომ ხელისუფლება დაგვეხმაროს”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლეილა ჩოჩოლაძე.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, მათ შორის ”მოვითხოვთ ზარალის სრულ ანაზღაურებას,” ”ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს” და სხვა.
ავტორი: ,