17:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 15:45:54, 723 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, 17:00 საათზე გახდება ცნობილი

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დღეს 17.00 საათზე გახდება ცნობილი- ამის შესახებ დედაქალაქის, მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც მიწვეულები არიან.  

„დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი“,- განაცხადა კალაძემ. 

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 17:00 საათზე გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics