03:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 13:09:41, 606 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება

სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.

„ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით  კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics