14:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 10:42:43, 809 ნახვა

ეკონომიკა
ქუვეითის ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქუვეითის  დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითიდან პირველი რეისი შეასრულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:

ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20

თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი :    19:10-20:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.

საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.

ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში,  რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით  ასრულებს.

ავიაკომპანიით „Jazeera Aiways“ ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ  გადაიტანონ   30 კგ,    ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს კი - 50 კგ ბარგი.

ავიაკომპანია Jazeera Airways-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვა. ღონისძიებას დაესწრებიან  ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics