03:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 21:17:12, 699 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: კვირიკაშვილი კი არ გადადგა - ივანიშვილმა გაუშვა

კვირიკაშვილი კი არ გადადგა, არამედ ივანიშვილმა გაუშვა- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
 
მისი თქმით, ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან პრობლემა კვირკიკაშვილი კიარა, სწორედ ივანიშვილია.

„კვირიკაშვილი გადადგა იმიტომ რომ ასე მოისურვა ივანიშვილმა. ისევე როგორც თავის დროზე რარიბაშვილი გადადგ ისე რომ ვერც დაემშვიდობა ნორმალურად საზოგადოებას და წინასაახალწლოდ მისი ხელის მტევანიღა დაგვრჩა რეკლამაში. ამიტომ პრობლემა არ არის არც ღარიბაშვილში, არც კვირიკაშვილში და არც მომდევნო პრემიერში, რომელსაც ივანიშვილი მოიყვანს, მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ივანიშვილი და მისი მართვის სტილი.  სიტუაცია შემდეგნაირი გვაქვს, როცა ეს ადამიანი იყო ბიზნესში, საზოგადოებამ ცოტა რამ იცოდა მის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ მას ყავდა ფავორიტები. ის აიტანდა ვიღაცას ჰაერში. ერთი, მაქსიმუმ ორი წელი ყავდა ფავორიტად და მერე მიწაზე დაანარცხებდა, მოიძულებდა, დაიჭერდა ან დააჭერინებდა და ა.შ. ზუსტად ანალოგიურ სურათს ვხედავთ ჩვენ, მაგრამ ეს უკვე ჩვენი, ქართველი ხალხის პრობლემაა, რადგან საუბარია არა რომელიმე შპს-ზე, არამედ საქართველოზე, ქვეყანაზე. პრემიერ-მინისტრი ასეთი ფორმით, ასე არ უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩვენ გვყავს მარიონეტული მთავრობა“,-განაცხადა უგულავამ. 
 
უგულავას თქმით სამიზნე ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და არჩევნების გზით უნდა დამარცხდეს. 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი საშუალება, ვადამდელი არჩევნებია. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics