|
2018-06-13 20:42:42, 1257 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძემ განმარტა, თუ რა საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრება ივანიშვილს და კვირიკაშვილს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განმარტა, თუ რა საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და უკვე ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს. როგორც კილაძემ აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ქვეყანაში სიღარიბის კუთხით მძიმე ვითარებაა, კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო. „ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. გუნდში გვქონდა განხილვა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სტატისტიკურად აჩვენა გაეროს კვლევამ და ჩვენ, მე პირადად არაერთხელ უამრავჯერ გვითქვამს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ ნომერ პირველი გამოწვევა. აქიდან გამომდინარე ეს მგონია, რომ იყო ძალიან პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის მხრიდან. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება იყო და მეც მას ვეთანხმები, რომ მძიმე სიტუაცია არის სიღარიბესთან მიმართებაში ქვეყანაში და ამას ბუნებრივია თავისი მიზეზები აქვს. პრემიერმა ძალიან ღიად დააფიქსირა, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა რაც წარმართა ეკონომიკურმა გუნდმა, ამ შემთხვევაში იყო ძალიან სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა“, - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)