2018-06-13 20:17:29, 1321 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ავტორი: ,