|
2018-06-13 18:26:19, 1095 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია
13-16 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში და ADB-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა. ეს არის მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან. ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს ერთობლივი ბრიფინგი. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩართულობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელების პროცესში. ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. აზიის განვითარების ბანკი ასევე მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.
(NS)
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)