|
2018-06-12 18:08:54, 946 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანს თეო ფრანკენს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის დელეგაცია, 2015 წლის სტუმრობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს შეხვედრებს საქართველოში არალეგალური მიგრაციის პრევენციისადმი მიმართული საინფორმაციო კამპანიის ჩატარების საკითხზე. მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის პირველ ტალღასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მექანიზმებისა და პროგრამების გატარებაზე, რაც ხელს უწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებას ევროპაში თავშესაფრის პროცედურების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა ბელგიასა და საქართველოს შორის დიალოგის მნიშვნელობა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადაიდგას კოორდინირებული ნაბიჯები მიგრაციის მართვის კუთხით. „ჩვენი 2015 წლის შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც თავშესაფრის პროცედურების გაუმჯობესებაში, ასევე ევროპასთან მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით - ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილია ის გამოწვევები და წინააღმდეგობები რაც ამ პროცესებს ახლავს თან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. თეო ფრანკენმა დადებითად შეაფასა ქართველი კოლეგების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.
(NS)
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)