2018-06-12 13:45:20, 700 ნახვა
საზოგადოება
„112“-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია
პროგრამული ხარვეზის გამო, ტიული მართვის ცენტრ „112“-ში, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
აღნიშნულის შესახებ შინაგა საქმეთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.
"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ,