13:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 10:52:53, 1005 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიები ლონდონში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას დაესწრებიან

დღეიდან 14 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 8 ქართულ ტექნოლოგიების სფეროში (IT) მოღვაწე კომპანია გლობალურ კონფერენციას Startup Grind London დაესწრება.

საერთაშორისო ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე უმსხვიელსია ამ სფეროში და  მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სტარტაპერი კომპანია, 75-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 2 500-ზე მეტი ინვესტორი და ინოვატორი დაესწრება.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია ქართული სტარტაპერი კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან ბიზნეს კავშირებს დაამყარებს 3 ქართული კომპანია, რომლებიც ეგზიბიტორის სახით იქნებიან წარდგენილნი და 5 ქართული კომპანია, რომლებიც ვიზიტორის სახით დაესწრებიან კონფერენციას.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, ქვეყნების ფორუმის ღონისძიებაზე,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საშუალება ექნებათ საკუთარი საქმიანობა პრეზენტაციის სახით გააცნონ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რათა წარმოაჩინოს თავი გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან წევრად.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics