|
2018-06-11 21:32:35, 786 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გაიხსნა
პარლამენტის წინ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის გახსნილია. პარლამენტის წინ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაახლოებით 1 საათით შეიზღუდა. აქცია დღეს თავდაპირველად 14:00 საათზე, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას. შეგახსენებთ, წუხელ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კარვებით გადაკეტეს. კარვები სამართალდამცველებმა დღეს დილით აიღეს და პარლამენტთან დააბრუნეს, თუმცა მოგვიანებით, დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად კუპრავა საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერიტორიას გაარიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი ნიკანორ მელია. კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზეა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, იგი ამ დროისთვის პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება. შეხვედრას მისი ადვოკატი და სახალხო დამცველი ესწრებიან.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)