|
2018-06-11 20:32:38, 1244 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა [ვიდეო]
პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ისევ გადაიკეტა. ამჯერად გზა სამართალდამცველებმა გადაკეტეს, თუმცა აღნიშნულის მიზეზი უცნობია. აქცია დღეს თავდაპირველად 14:00 საათზე, შემდეგ კი, 18:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას. შეგახსენებთ, წუხელ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კარვებით გადაკეტეს. კარვები სამართალდამცველებმა დღეს დილით აიღეს და პარლამენტთან დააბრუნეს, თუმცა მოგვიანებით, დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 19 პირი დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად კუპრავა საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე. გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერიტორიას გაარიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი ნიკანორ მელია. კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზეა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, იგი ამ დროისთვის პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება. შეხვედრას მისი ადვოკატი და სახალხო დამცველი ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)