10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:18:56, 1641 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოდან დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

თავად კუპრავა და სხვა დაკავებული პირები სასამართლო პროცესს არ ესწრებოდენენ, რადგან ის პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც სხდომის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, კუპრავას და მისი მეგობრების დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი.

„ეს წინასწარ იყო გაწერილი. მიზანი არის კუპრავასა და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომლებიც აღარ უნდა დასწრებოდნენ აქციებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავა და აქციის სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics