2018-06-11 18:14:31, 1272 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
გახარიამ პარლამენტის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე, მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა.
შეხვედრის თემა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
ავტორი: ,