10:27 - 30 Apr, 2026
|
2018-06-11 15:09:41, 780 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან აქცია ამ დრომდე არ დაწყებულა - სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად საქალაქო სასამართლოშია
რუსთაველის გამზირზე 14:00 საათზე დაანონსებული აქცია ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ განაცხადა, აქცია მას შემდეგ განახლდება რაც ის და მისი მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოდან კვალვ პარლამენტთან გადაინაცვლებენ. „ჯერ ველოდები, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმომადგენელი და განმიმარტოს რატომ გადაიტანეს კარვები და იქიდან გამომდინარე გავაკათებ ნაბიჯებს, მე ვიცი, რომ მქონდა კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ სასამართლოში. ცნობისთვის, სასამართლოში აქციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტის სხდომაა ჩანიშნული. ისინი დღეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)