02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 12:47:41, 800 ნახვა

კომენტარი
კუპატაძე: აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან ადგილზე იყოფება 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება“, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ კარვების გამო დედაქალაქში პარალიზებულია მდგომარეობა და კარვების დაშლის გადაწვეტილება მიიღეს.

„ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი. მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება. მთელი ქალაქი არის პარალიზებული. ვალდებულნი ვართ, რომ ეს სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, აქციაზე  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე.

კარვების გადატანას კი წინ უძღოდა ინციდენტი. საპატრულო პოლიციამ კარვებში მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. 

„აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კუპატაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics