02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 10:46:49, 703 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: 14:00 საათზე, რუსთაველზე ველოდები ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე, ველოდები რუსთაველზე- ამის შესახებ,  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სარალიძე, ზვიად კუპრავას დაკავებასაც გამოეხმაურა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველა პოლიტიკურ პარტიას და ამასთან ერთად მმართველ გუნდსაც, გამოვიდნენ აქ და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. რაც შეეხება იმ ბიჭებს ვინც დააკავეს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ ადგილებზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვგეგმავდით მე და ზვიად კუპრავა. როგორც კი ბანკები გაიხსნებოდა და მაგის გარეშე ვერანაირად ვერ გავაკეთებ, ვაპირებდით ბავშვისთვის თანხის გადარიცხვას, ჩემი შვილის სახელით იყო ფონდი შექმნილი, მაგრამ ვერ მოვასწარით ფონდის გახსნა და ზვიადის ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა, გვქონდა დაგეგმილი, რომ ანანო ბერიძისთვის გადაგვერიცხა ეს თანხა. რომელიც სასწრაფო საოპერაციოა, დააბრუნონ სასწრაფოდ კუპრავა უკან, რათა მოვახერხოთ ელემენტარული მარტო ამ ბავშვისთვის თანხის გადარიცხვა, რომ ოპერაცია გაუკეთონ,“-განაცხადა სარალიძემ.

ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებულნი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics