|
2018-06-10 18:07:50, 1028 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს
მირზა სუბელიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა განაცხადა. მისი თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს. „მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 336 მუხლით წარუდგინეს. რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო“ - განაცხადა ინგა ჩალაურმა. ცნობისთვის, მირზა სუბელიანი გუშინ დააკავეს. ასევე, ამავე საქმეზე 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს. მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)